ტრენინგის მე-9 დღე


ტრენინგის მე-9 დღე ნაყოფიერი,სასიმოვნო,შედეგზე ორიენტირებული ტრენინგის 9 დღიანმა კურსმა საინტერესოდ ჩაიარა.ვისწავლეთ,როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კუთხით პროექტზე მუშაობა და ყველა ნიუანსი მაღალ დონეზე იქნა დამუშავებული. ზოგადად პროექტზე მუშაობა მრავლის მომცემია,როგორც მოსწავლეებისათვის ასევე მასწავლებლებისათვის და გარკვეულწილად ვაკეთებდით კიდეც მაგრამ ამ საკითხების ასე თავმონრა მართლაცდა საჭირო და საინტერესო იყო.მრავალმხრივ განვითარებაზე და მაღალი სააზროვნო უნარებზე აწყობილი.~პროექტის მთავარი მიზანი არის სწორად აირჩეს თემა,რომელიც ინტერეს გამოიწვევს მოსწავლეებში.სწორად დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,გავითვალისწინოთ სტანდარტი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში და სწორად დავგეგმოთ საგანთაშორისო კავშირი. დიდი მადლობა ქალბატონ დიანას,საინტერესო და გასაგებ ენაზე ასნილი ყოველი გაკვეთილისთვის და ჩვენ ჯგუფს,რომელიც ძალიან აქტიურობდა,ვიმედოვნებ და ასეც იქნება ჩვენ არერთი საინტერესო პროექტის ავტორები გავხდებით,ხოლო შეძენილი ცოდნა ძალიან გამოგვადგება,რომ სწორად გავთვალოთ თითოეული ნაბიჯი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога